დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ თავდაცვის მინისტრების ერთობლივი განცხადება

24 ოქტომბერი 2022, 10:02 416 ნახვა

აშშ-ის, დიდ ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ რუსეთის  ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

ერთობლივ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ  საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. გააგრძელებენ უკრაინის ძალისხმევას მხარდაჭერას , დაიცვას თავისი ტერიტორია, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრები რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, მისივე ინიციატივით ესაუბრნენ და  გარკვევით განუცხადეს, რომ ყველანი უარყოფენ რუსეთის აშკარა  ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში