რთველმა ჩაიარა ორგანიზებულად, მევენახეების მხარდაჭერა სამომავლოდაც გაგრძელდება - ოთარ შამუგია

31 ოქტომბერი 2022, 12:53 383 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობის მთავარი დაპირება, რომ მიმდინარე წელს რთველი ორგანიზებულად ჩატარდებოდა, ყველა მევენახე ყურძენს სრულად ჩააბარებდა და სათანადო შემოსავალს მიიღებდა, შესრულებულია.

ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში დაახლოებით 246 000 ტონა ყურძენი, რაჭაში კი, 1 570 ტონა „ალექსანდრეული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა. 

„კახეთსა და რაჭაში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს ლეჩხუმში და ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ რთველი ჩატარდებოდა ორგანიზებულად, ყველა მევენახე ყურძენს სრულად ჩააბარებდა და სათანადო შემოსავალს მიიღებდა და ეს პირობა შესრულებულია. რთველმა ჩაიარა ორგანიზებულად. დაახლოებით 250 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო 21 000-ზე მეტმა მევენახემ კახეთის რეგიონში, ასევე დაახლოებით 11 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს რაჭაში ჩვენმა მევენახეებმა და ლეჩხუმში პროცესი გრძელდება. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მხრიდან რთველის მხარდაჭერისთვის მიმართული იყო რესურსი სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, რათა რთველი ჩატარებულიყო ორგანიზებულად, წარმატებულად და ჩვენ მევენახეებს მიეღოთ სატანადო შემოსავალი. მთლიანობაში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, - განაცხადა შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში