ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

04 მაისი 2024, 22:50 2362 ნახვა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოთხი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ჯგუფს, მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ბაგრატიონისა და ვაჟა-შაველას ქუჩების გზაჯვარედინზე სავალი ნაწილი გადაკეტილია და საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ტაქსიში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში