ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

14 ნოემბერი 2022, 20:02 479 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ახლად გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინელმა გამომძიებლებმა რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ხერსონის რეგიონში რუსული სამხედრო დანაშაულის  400-ზე მეტი ფაქტი და ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

პრეზიდენტის თქმით, 226 დასახლებაში, სადაც 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სტაბილურობის,  წესრიგისა და კანონის აღდგენაზე ზრუნავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში