არგენტინელი მედიკოსები ქვეყანაში კატასტროფული ინფლაციის ფონზე ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

15 ნოემბერი 2022, 10:10 357 ნახვა

თეთრი ხალათებითა  და სანთლებით  ხელში  ბუენოს-აირესის ქუჩებში მედიკოსები ხელფასების გაზრდისა და  სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოვიდნენ.   საპროტესტო მსვლელობის დევიზი იყო - ,,ჯანდაცვა არ გათიშოთ“.     

საპროტესტო მსვლელობას სამი კვირის წინ უძღოდა ჯანდაცვის მუშაკების გაფიცვა. მაშინ მედიკოსებმა   ხელფასების გაორმაგება და  სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. 

არგენტინაში მაღალმა ინფლაციამ,  რომელიც წელს,  როგორც ვარაუდობენ,  100%-ით მოიმატებს, ქუჩებში პროტესტი გამოიწვია, რადგან ფასებმა ხელფასს გადააჭარბა.

არგენტინის მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მიზნით 11 ნოემბერს სამომხმარებლო საქონელზე ფასები ოთხი თვის ვადით გაყინა.     

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში