ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 18 წელი გავიდა

23 ნოემბერი 2022, 17:52 2963 ნახვა

18 წელი 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან -ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით გაავრცელა ინფორმაცია,  რომ  პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.  პატრულის მიერ გასროლილი ტყვიას 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა.  მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება ; კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე  სამართალდაცავებმა დააკავეს. 2012 წელს ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამანაშავედ ცნო. დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი 2018 წელს გაიხსნა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში