ირაკლი კუპრაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი 2024, 15:06 246 ნახვა

ირაკლი კუპრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი გადაწყვეტილების უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარეს "ლელოს" გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონია. “ლელოს” გენერალური მდივანი“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში