მთავრობის სხდომა

28 ნოემბერი 2022, 15:04 526 ნახვა

1-ელი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის  დეკრეტული შვებულების თანხა ორმაგდება და ათასის ნაცვლად იქნება 2 ათასი. ინიციატივა დღეს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა.     

ირაკლი ღარიბაშვილმა  2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე  გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ  მომავალ  წელ სოციალური მიმართულებითაც იზრდება დახმარებები.    

კერძოდ, საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. ოჯახი, თითო ბავშვზე დახმარების სახით ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.  თქვა,  ისიც რომ  საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და, რომ  უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა.   

ცნობილი ხდება, რომ 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე.   ისაუბრა კულტურულ ღონისძიებებზეც და განაცხადა ,  რომ გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც".  ამ მიზნით მთავრობა გამოყოფს 70 მლნ ლარს.  2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს  2 დღეში  წარედგინება.  

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მასში დაზუსტებული იქნება ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნაცვლად 8,5%-ისა, ითვალისწინებს 10%-იან ზრდას.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში