უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპი ნიდერლანდებში გაიმართება

29 ნოემბერი 2022, 15:12 639 ნახვა

უეფას 2022/23 წლების ერთა ლიგის ფინალური ეტაპი ნიდერლანდებში გაიმართება. ოთხთა ფინალში A ლიგის გამარჯვებულები: ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი ითამაშებენ.

ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს ჩატარდება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივლისს არის დაგეგმილი. მასპინძელი ქალაქები როტერდამი და ენსხედე იქნება.

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა 2023 წლის იანვარში გაიმართება და გაირკვევა როგორ დაწყვილდებიან ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი.

ერთა ლიგის პირველი გათამაშება პორტუგალიამ მოიგო, ხოლო მეორე გათამაშების გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო, გათამაშებაში C ლიგაში ითამაშა და მე-4 ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

სანიოლის გაწვრთნილმა საქართველომ 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა. ამ წარმატების შემდეგ B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში