გენდერული თანასწორობის საბჭოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

02 დეკემბერი 2022, 14:47 586 ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების  გენდერული თანასწორობის საბჭოებს შორის. მემორანდუმის მიზანი ქალთა საკითხებზე საბჭოების კოოორდინირებული მუშაობა, ერთიანი პოლიტიკის შექმნა და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების გაცნობაა. საუბარია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ გაძლიერებასა და მათი უფლებების დაცვაზე.   ბოლო დროს  მომხდარი ფემიციდის შემთხვევების გამო შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლამ კიდევ  უფრო განსაკუთრებული  მნიშვნელობა შეიძინა. მემორანდუმის გაფორმებას  საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და უამღლესი საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში