მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაგრძელდება

22 დეკემბერი 2022, 19:14 589 ნახვა

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გადაიდო.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პროცესები ყოველდღიურად ჩანიშნულიყო.

თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნა შეუძლებელია.

„ერთი მოწმის დაკითხვას დღეს მთელი დღე მოვანდომეთ და სხვა საქმეები, რომლებიც დღეს დანიშნული მქონდა, გადავდე. ყოველ დღე დანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია. შუამდგომლობის განხილვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს, არ ვართ აქ შეზღუდული და ისიც გასათვალისწინებელია, ეს მასალა და ამ რაოდენობის მოწმეები საჭიროებს რამდენიმე სხდომას“, – განაცხადა მოსამართლემ.

29 დეკემბერს სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით განახლდება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში