სააკაშვილის საკითხი არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას  - ირაკლი კობახიძე

27 დეკემბერი 2022, 15:54 563 ნახვა

ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია, ასეთ დროს გიწევს საქმეში არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი, რაღაცნაირად შექმნას არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფერი საფუძველი არ უნდა იყოს.

„ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი. ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. როდესაც მთლიანობაში საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება. ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია, ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი, რაღაცნაირად შექმნას არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფერი საფუძველი არ უნდა იყოს. 450-დღიანი სიმულაცია არის ის, რაც მგონი საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“

დღეს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას - ეს არის ეკონომიკა, ეს არის განათლება, ეს არის სხვა საკითხები, რომელზეც დღეს პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმიჯს, იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის, იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც მან თავის დროზე შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში