აქცია ბათუმში

14 დეკემბერი 2025, 14:59 141 ნახვა

“უარი არაბულ ქალაქებს” - ამ სახელწოდებით ბათუმში ცენტრალურ პარკთან აქცია მიმდინარეობს.  აქციის წევრები აპროტესტებენ არაბულ ინვესტიციას (Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულებას), რომელიც თბილისსა და აჭარაში დეველოპერული პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
აქციის წევრების განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური, და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ  გასაჯაროვდეს კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი, გაიმართოს საჯარო განხილვები მოსახლეობის ფართო ჩართულობით, არ განხორციელდეს პროექტთან დაკავშირებული არცერთი მოქმედება, სანამ არ იქნება მიღებული საქართველოს მოსახლეობის თანხმობა აღნიშნულ პროექტებზე. ადგილზე გროვდება ხელმოწერები ამ მოთხოვნების მხარდამჭერი პეტიიცისთვის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი