დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება 2000 ლარამდე იზრდება

02 იანვარი 2023, 10:46 1889 ნახვა

2023 წლიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000-დან 2000 ლარამდე იზრდება - შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში უკვე აისახა. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დეკრეტული შვებულების საკითხი საკმაოდ პრობლემური იყო.

"გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში - ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება. მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში