ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება

04 იანვარი 2023, 14:17 475 ნახვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო დისკრიმინაციული პრაქტიკა, რადგან სულ უფრო მეტმა ქვეყანამ ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის დამატებითი კოვიდშეზღუდვები დააწესა.

მთელ მსოფლიოში მთავრობები აწესებენ ან განიხილავენ კოვიდშეზღუდვებს ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის იმ მიზეზით, რომ  ნულოვანი კოვიდპოლიტიკის შემდეგ შემსუბუქებული რეგულაციების შედეგად ჩინეთში კოვიდ-19-ის  ახალი მასშტაბური აფეთქებაა. პეკინი კოვიდშემთხვევათა  მონაცემების გამო  კრიტიკას უარყოფს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  სპიკერმა  განაცხადა, რომ მსგავსი კოვიდზღუდვები მეცნიერულად უნდა იყოს დასაბუთებული და არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციის და დისკრიმინაციული პრაქტიკის მიზნით.

ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს შეზღუდვები.

იაპონიამ დღეს განაცხადა, რომ გაამკაცრებს კოვიდშეზღუდვებს ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში