ქედაში ევროსტანდარტების სასწრაფო სამსახურის შენობა აშენდება

04 იანვარი 2023, 19:41 720 ნახვა

ქედაში ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაბა ქედაში აშენდება კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება გათბობა, გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. კეთილმოეწყობა პარკინგის სივრცეც. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს მშენებელი 2016“ ახორციელებს. მშენებლობა გარდამავალი პროექტი იქნება და ის მომავალი წლისთვის დასრულდება. პროექტისთვის 344 197 ლარია გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი