ვატიკანში ბენედიქტე XVI-ის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

05 იანვარი 2023, 14:10 448 ნახვა

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე  მისი წინამორბედის ყოფილი პაპის ბენედიქტე მე-16-ის დაკრძალვის მესა აღავლინა.  წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ დაკრძალვის ცერემონიაზე   60 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან. 

მესას იტალიიდან და ბენედიქტეს მშობლიური გერმანიიდან ოფიციალური დელეგაციები,  ბელგიის მეფე და დედოფალი, ესპანეთის დედოფალი და  კიდევ 13 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ესწრებიან. 

ქვეყნების დიდ ნაწილს  პაპის დაკრძალვაზე ვატიკანში მათი ელჩები წარმოადგენენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში