აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს - „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ

06 იანვარი 2023, 10:06 437 ნახვა

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს თავიანთი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინის საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით, აშშ აპირებს უკრაინას მიაწოდოს Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხოლო გერმანია აპირებს უკრაინას მიაწოდოს Marder-ის საბრძოლო მანქანები. ორივე ქვეყანა გეგმავს უკრაინული ძალების შესაბამის სისტემებზე მომზადებას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს. პაკეტის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იქნება და ის 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ შეიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში