პუტინი თავისი აგრესიული პოლიტიკით უკრაინაზე არ გაჩერდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცის თქმით, ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია საბჭოთა კავშირის აღდგენით.
„ეს წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს, მათ შორის სამხედრო საფრთხეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადრე ამ იმპერიის ნაწილი იყვნენ.
სწორედ, ამიტომ უკრაინისთვის შემდგომი დახმარება და ევროპის ერთიანობა ბრიტანეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია", - განაცხადა მერცმა.
