ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი თბილისში

15 იანვარი 2023, 17:43 1021 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი თბილისში დასრულებულია.

დღეს მაყურებელმა თბილისის თოჯინების თეატრში, რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი - ,,საიდანაც მზე მოდიოდა'' იხილა.   

სპექტაკლის  პრემიერა კი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 86-ე თეატრალურ სეზონზე შედგა.

ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ტურნე ქართულ თეატრებს შორის ურთიერთობების გამყარებას ემსახურება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში