ხვალ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი იწყება 

12 დეკემბერი 2025, 11:01 86 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ბიაფი ხვალ დაიწყება.  კინოკვირეულის ფარგლებში  ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.  წელს ბიაფ 2025-ზე არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში არ იქნება საკონკურსო პროგრამა და ჟიური.  იქნება მხოლოდ კინოჩვენებები და რამდენიმე სექციაში სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე წლის გამორჩეული ფილმები 20 ქვეყნიდან. 

ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.

წელს ბიაფის კინოკვურეულზე წარმოდგენილია   15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 20-ზე მეტი ქვეყნიდან. 13-17 დეკემბრის პერიოდში კინოჩვენებები კინოთეატრ კავეა გრანდ მოლ-ში გაიმართება. ფესტივალი წელს  მეოცედ იმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი