სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

26 იანვარი 2023, 14:14 474 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ აუცილებელ მედიკამენტებს იღებს, რაც მას სჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში