მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე კახექსია - ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი

30 იანვარი 2023, 14:51 599 ნახვა

გამოვთქვით ეჭვი, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება გაგრძელდებოდა, განვითარდებოდა კახექსია, რაღაც დროის შემდეგ კი დავრწმუნდით, რომ საქმე გვქონდა კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმემ, ენდოკრინოლოგმა, ლალი ჯავაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილს წონის 39.3% აქვს დაკარგული.

„ყველა გაიდლაინით წონის 30%-ზე მეტის კლება არის კახექსია. არ აქვს მნიშვნელობა სჯა-ბაასს, ჩვენ გვაქვს ნამდვილად კახექსიური მდგომარეობა...

დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რატომ იკლებს წონაში. მთავარი არის ის, რომ ისეთი ხარისხის კლება გვაქვს, რომ მძიმე კახექსია ჰქვია ამას. მე სულ მიმაჩნდა, რომ პაციენტი ვერ იკვებება. სკეპტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არ ჭამს. მე, ექიმი ენდოკრინოლოგი ვთვლი, რომ ის ვერ იკვებება“,- განაცხადა ენდოკრინოლოგმა.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დადგეს მისი სიკვდილი, თუკი სათანადო მკურნალობა არ გაეწევა, მოწმემ უპასუხა – „დიახ, შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში