მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

01 თებერვალი 2023, 10:01 456 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, პროცესზე ცენტრ ,,ემპათიის'' ექსპერტები დაიკითხებიან, ასევე დაცვის მხარე გარკვეულ შუამდგომლობებს დააყენებს.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასმართლო პროცესზე დაცვის მხარე, სავარაუდოდ, მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.

მოსამართლე გიორგი არევაძე მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი