ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობი სამუშაოები

15 თებერვალი 2023, 18:24 509 ნახვა

ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ, პირველადი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც  კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საჭირო ადამიანური რესურსის მიმართულებით კონსულტაციებს მოიცავს.„იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ახალი პედიატრიული კლინიკის ნაწილი, სადაც სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში განთავსდება. ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მშენებლობის ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში გააჟღერა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც  გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები ისრაელში წამყვან  სამედიცინო დაწესებულებებში გამართეს. დაგეგმილია ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნობა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში