დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები მაღალმთიანეთში

19 თებერვალი 2023, 20:08 551 ნახვა

დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში. თოვლის საფარმა ხულოს სოფლებში ზოგან ორ მეტრს გადააჭარბა. აქ მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდირებული. დაბაში თოვლის სიმაღლე 70 სმ-ია.

პირველ ეტაპზე თოვლის საფარისგან თემის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაიწმინდა. გაგრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში