გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის გამოფენაზე ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა.
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან, სადაც ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა მიეცათ.