ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა

28 მარტი 2023, 11:11 592 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ იტალიის სერია ა-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა აღნიშნული შედევრი იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში შექმნა. მან საჯარიმოში შვიდ მეტოქეს შორის მოხვედრილმა მოახერხა მათი ჩამოცილება და მეკარისთვის მაღალ კუთხეში გატანა. ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ამავე გოლმა 26 ტურის საუკეთესოს წოდებაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 12 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში