32 წელი 1991 წლის ისტორიული რეფერენდუმიდან

31 მარტი 2023, 12:00 494 ნახვა

32 წელი 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმიდან.  ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა კითხვას - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა საერთო სახალხო კენჭისყრაში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა. 

რეფერენდუმი  საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მასში  მონაწილეობდა  სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც.  მონაწილეთა საერთო რაოდენობა  3 მილიონ 302 ათას 572 ადამიანს შეადგენდა, რაც მაშინდელ ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი იყო.

სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე ზვიად გამსახურდიამ უკვე 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში