რუსეთი 1 თვის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იქნება

01 აპრილი 2023, 17:10 617 ნახვა

დღეიდან რუსეთი 1 თვის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ეს მსოფლიოში პირველ აპრილს ყველაზე უარესი ხუმრობაა და დაამატა, რომ ქვეყანა, რომელიც სისტემატურად არღვევს საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა ფუნდამენტურ წესს, უხელმძღვანელებს ორგანოს, რომლის ერთადერთი მისიაა საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ დებულებიდან, რომლის მიხედვითაც საბჭოს 15 წევრიდან თითოეული ქვეყანა, მონაცვლეობით, ერთი თვით იკავებს თავმჯდომარის სკამს. უკრაინული მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას როგორც საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე დარტყმასა და სამყაროს შეშლად აფასებენ.

უკრაინის მოწოდებების მიუხედავად აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთს - საბჭოს მუდმივ წევრს - ხელს ვერ შეუშლიან, გახდეს თავმჯდომარე. რუსეთის ელჩმა გაეროში, ერთ-ერთ გამოცემაში  განაცხადა, რომ რამდენიმე დებატის ზედამხედველობას გეგმავს, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში