ზელენსკი კუპიანსკში

12 დეკემბერი 2025, 19:45 142 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა, სამხედროებს სახმელეთო ჯარების დღე მიულოცა და ქალაქიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, უკრაინული ძალები კუპიანსკის მიმართულებით წარმატებებს აღწევენ და რუსებს ანადგურებენ.

ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე წარმატება დიპლომატიური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკის ნაწილი დაიბრუნეს და იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები ალყაში მოაქციეს.

უკრაინის ეროვნული გვარდიის ხარტიის კორპუსის ცნობით, გათავისუფლებულია კუპიანსკის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რაიონი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი