პარიზის ქუჩებში ელექტრო სკუტერები აიკრძალა

03 აპრილი 2023, 10:22 678 ნახვა

პარიზელები ქალაქში  ელექტრო სკუტერების ოპერატორებისთვის ლიცენზიების განახლების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამრიგად პარიზი გახდა ევროპის პირველი დედაქალაქი, რომელმაც მთლიანად აკრძალა ეს სატრანსპორტო საშუალება. ქალაქის დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 89%-მა ხმა მისცა ელექტრო სკუტერების აკრძალვას.

დედაქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით,  ქალაქის ტროტუარებზე 15 ათასი ელექტრო სკუტერი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს მიუხედავად ოპერატორების დაპირებებისა, რომ გააუმჯობესებდნენ უსაფრთხოების წესებს.

პარიზის პოლიციის მონაცემებით, ელექტრო სკუტერებთან დაკავშირებულმა ინციდენტებმა  2022 წელს სამი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა   459 ადამიანი.  მსგავსი ინციდენტების რიცხვი  2020 წელთან შედარებით 42%-ით გაიზარდა.

ელექტრო სკუტერები, რომლებიც  პარიზის ქუჩებში 2018 წელს გამოჩნდა,   დედაქალაქის  ქუჩებიდან 2023 წლის აგვისტომდე უნდა აიღონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში