რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთი თვით ჩაუდგა სათავეში

04 აპრილი 2023, 10:39 485 ნახვა

პუტინის ომის დანაშაულში ბრალდებისა და რუსეთის  საერთაშორისო კრიტიკის ფონზე  გაეროში რუსეთის ელჩმა  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის რანგში  თავისი პირველი სხდომა გამართა.  

ელჩმა ვასილი ნებენზიამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანამ გაეროში არსებული მსოფლიო წესრიგი მოქმედებს „პროცედურების წესებში ცვლილება არ იქნება“. მან ასევე უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი  ბირთვულ ომით იმუქრება.    

ბოლოს რუსეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე  2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში