ბანგლადეშის დედაქალაქში სავაჭრო კომპლექსი იწვის

04 აპრილი 2023, 14:09 550 ნახვა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი მძვინვარებს სავაჭრო კომპლექსში, სადაც 3 ათასი მაღაზიაა განთავსებული.  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ხანძარი  სამშაბათს დილით ადრე გაჩნდა, თუმცა არმიის ნაწილები დასახმარებლად  მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, სადაც  ქვეყნაში ცნობილი  ქსოვილების ბაზრობა მდებარეობს.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა რაშიდ ბინ ხალიდმა როიტერს განუცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად, რომლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მეხანძრე-მაშველთა 50 ბრიგადაა მობილიზებული.

მაღაზიების დიდი ნაწილი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.  ხანძარი  დილით ადრე გაჩნდა, სანამ მაღაზიების  გაიხსნებოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში