პუტინის ომი უკრაინაში

07 აპრილი 2023, 10:14 607 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მაღალია სარაკეტო დარტყმების ალბათობა.

ოკუპანტის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებულია ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებაზე, ტერიტორიის სრულად ოკუპირებას რუსული მხარე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს.

გენშტაბის ცნობით, ლიმანის მიმართულებით მტრის შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. გასულ დღეს დაიბომბა ჩერნიგოვის რაიონის დასახლებები. ოკუპანტმა შეტევითი მოქმედებები განახორციელა ავდიევკის მიმართულებითაც. 

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე.

ამასთან, ომის დაწყების დღიდან რუსეთის არმიამ 177 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში