პუტინის ომი უკრაინაში

08 აპრილი 2023, 10:12 540 ნახვა

უკრაინაში ომის 410-ე  დღეა. ქვეყნის მასშტაბით ოკუპანტი აგრძელებს იერიშებს. ხერსონის ოლქში სასწრაფო დახმარების მანქანაზე ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდა 8 მოქალაქე, მათ შორის არიან ექიმებიც. დაიბომბა სუმის ოლქის რეგიონის სასაზღვრო ქალაქი, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან განადგურებულია 177 680-მდე რუსი ჯარისკაცი და 7 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში