მიწისძვრა იაპონიაში - ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გასცა

12 დეკემბერი 2025, 09:58 118 ნახვა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს.

აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.

რამდენიმე დღის წინ ამავე რეგიონში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი