ირანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოკამერები იქნება

09 აპრილი 2023, 10:20 542 ნახვა

ირანის ხელისუფლება საზოგადოებრივ ადგილებსა და ქუჩებში კამერებს აყენებს. ქვეყნის პოლიციის განცხადებით, ეს მიზნად ისახავს ქალების მიერ ჩაცმის სავალდებულო კოდექსის დარღვევის მზარდი შემთხვევების აღკვეთის მცდელობას.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქალების იდენტიფიცირების შემდეგ, რომლებიც არღვევენ თავსაბურავების ტარების წესს, დამრღვევები ე.წ გამაფრთხილებელ ტექსტურ  შეტყობინებებს მიიღებენ კანონის დარღვევის შედეგების შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში