შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრის ჩახშობის თვალსაზრისით - ჯონ კირბი

02 მაისი 2024, 22:50 295 ნახვა

ჩვენ ვართ ღრმად შეშფოთებულები ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კრიტიკულ კონტროლს ემსახურება“, – აღნიშნავს კირბი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში