კენტუკის შტატის ერთ-ერთ ბანკში სროლას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

10 აპრილი 2023, 19:27 485 ნახვა

კენტუკის შტატის ერთ-ერთ ბანკში სროლას სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი გარდაცვლილია,თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ის.საპატრულო ეკიპაჟები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში