პაკისტანში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

25 აპრილი 2023, 10:05 630 ნახვა

13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა  ორი აფეთქების შედეგად, რომელიც  პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში   საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  ინციდენტი კონტრტერორისტულ ოფისში  მოხდა ჩრდილო-დასავლეთ სვატის ხეობაში. 

ოფისის წარმომადგენლის  მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასწარი ვარაუდით საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი  მოკლე ჩართვის გამო გაუჩნდა.

ჯერ-ჯერობით თავდასხმის არანაირი მტკიცებულება არ არის. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში