ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა

25 აპრილი 2023, 10:16 757 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში   უფრო სახიფათო ვითარებაა შექმნილი, ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო. „როგორც ცივი ომის პერიოდში, ჩვენ მივაღწიეთ საშიშ, შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო ზღურბლს“, - განაცხადა ლავროვმა.

უშიშროების საბჭოს სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უძღვებოდა, რადგან როტაციის პრინციპით 15 წევრიან  უშიშროების საბჭოში რუსეთს აპრილში მოუწია გაეროს ამ ორგანოს თავმჯდომარეობა. 

ლავროვის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები დიპლომატიაზე უარს ამბობენ და ურთიერთობების გარკვევა ბრძოლის ველზე სურთ.

სიტუაციას ამძიმებს მულტილატერალიზმისადმი რწმენის დაკარგვა, რადგან დასავლეთის ფინანსური და ეკონომიკური აგრესია ანადგურებს გლობალიზაციის სარგებელს  - განაცხადა ლავროვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში