ბაიდენი კონგრესს იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

25 აპრილი 2023, 11:00 826 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მასწავლებლობა არ უნდა იყოს სიცოცხლისთვის საშიში პროფესია.  

პრეზიდენტმა იგულისხმა  ქვეყანაში ბოლო დროს სკოლებში გახშირებული ძალადობის ფაქტები.

"მოვუწოდებ კონგრესს გამოიჩინონ კეთილგონიერება და ბავშვებისა და ჩვენი მასწავლებლების დასაცავად იარაღის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღონ. მასწავლებლობა არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის საშიში პროფესია და პედაგოგებს არ უნდა სჭირდებოდეს შეიარაღება, რომ თავი დაცულად იგრძნონ საკლასო ოთახში", - თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა და განათლების მდივანმა მიგელ კარდონამ თეთრი სახლის ეზოში 2023 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში