რუსეთის აგრესიას უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა 3 წლის ბავშვი

28 აპრილი 2023, 10:19 701 ნახვა

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ჩერკასის ოლქში, ქალაქ უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად 9 სართულიანი კორპუსი დაზიანდა, დაიღუპა 3 და დაშავდა 8 ადამიანი.

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, სადაც ოკუპანტის დაბომბვას 3 წლის ბავშვისა და ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაიბომბა ხარკოვის ოლქიც, სადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ოკუპანტის ორი დრონი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა, ასევე 2 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში