მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს - იოჰანეს ჰანი

10 მაისი 2024, 14:00 285 ნახვა

მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს - ამის შესახებ ევროკომისარი საბიუჯეტო საკითხებში, იოჰანეს ჰანი აცხადებს.

მოლდოვის დედაქალაქში ვიზიტის დროს, ჰანმა კითხვაზე, როდის დაიწყებდა მოლდოვა მოლაპარაკებებს, უპასუხა, რომ საკითხზე სპეკულირება არ სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. დაამატა, რომ გარკვეული სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელია.

ცნობისთვის, მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიენიჭა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში