ოკუპანტის იერიში დასახლებულ პუნქტებზე

30 აპრილი 2023, 12:03 629 ნახვა

უკრაინაში ქალაქ უმანში, ოკუპანტის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული იერიშის შედეგად დანგრეულ სახლთან სამძებრო სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

ბოლო მონაცემებით დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი. აგრესორი თავს დაესხა კუპიანსკის ცენტრს, სადაც სახლები და ავტომობილები განადგურდა. გვიან ღამით იერიში მიიტანა ნიკოპოლზე, ასევე დაიბომბა სუმის ოლქის საზღვრისპირა დასახლებები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასულ დღეს მტერმა 7 სარაკეტო და 38 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირების ადგილად კვლავ ბახმუტი რჩება, სადაც უკრაინის დამცველებმა გასულ დღეს მტრის 58 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბის ცნობით არეულობაა ოკუპირებულ სევასტოპოლშიც სადაც გუშინ ნავთობის  საცავი დაიწვა, განადგურდა 10 ავზი, რომელთა ტევადობა 40 ათას ტონას შეადგენდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის გამარჯვებასთან მისაახლოებლად მომავალი კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე მადლობა გადაუხადა მათ ვინც უმანში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში