ისრაელის ციხეში პალესტინელი 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

02 მაისი 2023, 10:09 520 ნახვა

ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინელი მებრძოლი ხადერ ადნანი გარდაიცვალა. ისრაელის პენიტენციალური სამსახურის ინფორმაციით, ადნანმა უარი თქვა სამედიცინო კვლევებსა და  მკურნალობაზე.  პატიმარი დილით თავის საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.  ადნანის გარდაცვალების გამო პალესტინის ისლამური ჯიჰადი  შურისძიებით დაიმუქრა.    

ღაზის მოსაზღვრე ისრაელის თემებში დილიდან საჰაერო განგაშის სირენები ისმის,  მოქალაქეები  თავშესაფრისკენ გარბიან. ისრაელელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ გასროლილი სამი რაკეტა ღია ადგილებში დაეცა.    

ადნანიისლამური ჯიჰადის წევრი იყო. ისრაელი ადნანს ტერორის მხარდაჭერაში, ტერორისტულ ჯგუფთან კავშირსა და წაქეზებაში ადანაშაულებდა.  ის პატიმრობაში 2004 წლიდან იმყოფებოდა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში