ერდოღანი ოპოზიციას წინასაარჩევნოდ არეულობების პროვოცირებაში ადანაშაულებს

09 მაისი 2023, 11:09 458 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიცია არეულობის პროვოცირებასა და ტერორისტების მხარეზე გადასვლაში დაადანაშაულა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. 

ერდოღანი მის ოპონენტებს გუშინ ქალაქ ერზრუმში მომხდარი დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს, როცა ადამიანთა ჯგუფმა  მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს წინასაარჩევნო შეხვედრისას ქვები ესროლეს.   ერზრუმი პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის  მთავარი  დასაყრდენია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად,  14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერდოღანისთვის მის პოლიტიკურ კარიერაში  ყველაზე დიდი საარჩევნო გამოწვევაა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში