უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია - გუტერეში

09 მაისი 2023, 14:15 464 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, ანტონიო გუტერეშმა  აღნიშნა, რომ სტამბოლში მზადდება ოთხი მხარის – რუსეთის, უკრაინის, გაერო-სა და თურქეთის შეხვედრა, რომელიც შავი ზღვის გავლით სურსათის ექსპორტს შეეხება.

შეგახსენებთ, თურქეთში გასულ კვირას, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში