ევროპალიგისა და კონფერენსლიგის ნახევარფინალები

12 მაისი 2023, 10:30 473 ნახვა

უეფას ევროპალიგაში პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ჟოზე მოურინიოს „რომამ“"ოლიმპიკოზე" ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში, რომელიც ტურინში გაიმართა, „იუვენტუსი“ „სევილიას“ დაუპირისპირდა და მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა უეფას კონფერენსლიგაშიც. „ვესტ ჰემმა“ ლონდონში „ალკმაარს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. „ფიორენტინა“ კი საკუთარ მოედანზე „ბაზელს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩები კონფერენსლიგაზე 18 მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში